13:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 14:01:26, 908 ნახვა

სხვადასხვა
ანა დოლიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია წაიკითხა

„ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერები ხდებიან“ - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ საჯარო ლექცია - „გასაუბრების სტრატეგია მომავალი ლიდერებისათვის". საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შეკრებილ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ანა დოლიძე საჯარო სექტორში ლიდერის პოზიციაზე დასაქმებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე ესაუბრა.

ანა დოლიძემ ახალგაზრდებს პირადი პრაქტიკის მაგალითებიც მოუყვანა და აღნიშნა, რომ გასაუბრებისას ლიდერისთვის საჭირო თვისებების წარმოჩენასთან ერთად აუცილებელია სწორი თვალის კონტაქტი და პოზიციისთვის შესაბამისი მზადყოფნა. მისი თქმით, ლიდერობა დამოკიდებული უნდა იყოს არა ხისტ, არამედ რბილ ძალასა და დარწმუნების უნარზე.

საჯარო ლექციის მნიშვნელობა ანა დოლიძემ სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ შეაჯამა. „განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნისთვის, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ახალია და არ არის ძალიან ძლიერი - ანუ ახლა ყალიბდება და ვითარდება, ლიდერის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, საჭიროა საზოგადოებასთან საუბარი იმაზე, თუ რა არის ლიდერობა, რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ლიდერს და იმ შესაძლებლობების შექმნა, რომ ბევრ ახალგაზრდას გამოუვლინდეს მომავალი ლიდერობის პოტენციალი. რაც მეტი ლიდერი იქნება საქართველოში, მით უფრო მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ ამ ქვეყნის ბედთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics