15:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 12:27:47, 1915 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალებში საუკეთესო ჯარისკაცები დააჯილდოვეს

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო ჯარისკაცის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მეთაურმა კაპიტან ელგუჯა შეყილაძეს, კაპრალ პაატა საბიაშვილს, სერჟანტ გიორგი ქვრივიშვილს, სერჟანტ გიგლა ჯანელიძესა და უფროს ლეიტენანტ შოთა მეხეშიძეს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

 საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება. პროექტის მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics