13:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 16:42:05, 817 ნახვა

სამართალი
სამართალდამცავებმა თურქეთის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა ბათუმში  თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015 წლის 6 იანვრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1979 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰაკან ჯაკირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ჰაკან ჯაკირს ბრალად ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 148/1, 53/1-a, 53/1-c, 53/2, 53/1-b, 63, 53/1-d, 53/1-e, 53/3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც ძარცვას და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევას გულისხმობს. 

შსს-ს ინფორმაციით, ჰაკან ჯაკირმა 2001 წლის 21 ივლისს თურქეთში საქართველოს მოქალაქეს ძალადობის გამოყენებით ხელჩანთა წაართვა და ფული გამოსძალა. აღნიშნული დანაშაულისთვის ჰაკან ჯაკირი თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს, საიდანაც 2014 წლის 25 ივლისს გაქცევა მოახერხა.
როგორც უწყებაში ამბობენ, ამჟამად ჰაკან ჯაკირი დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics