16:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-15 17:32:16, 2064 ნახვა

ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდება

ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდება.

ამ წუთებში „ლელოს“ ოფისში დასრულდა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა.

ჟურნალისტებთან კომენტარი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა.

„ყოველი ადამიანი, რომელიც მოვა ამ მდუმარე პროტესტზე, მიეცემა სტიკერი, რომელსაც ეწერება -  გაყალბებულია, დააფენს, დადგება და დაიჭერს შესაბამის პლაკატს.

ასევე რესპუბლიკის მოედანზე იქნება სპეციალური ბანერები, მათ თავზე საქართველოსა და ამერიკის დროშები, ხოლო შუაში წარწერები - არჩევნები გაყალბებულია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics