13:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 18:51:00, 835 ნახვა

სამხედრო
კოჯორში აერომობილური მომზადება მიმდინარეობს

კოჯორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 33 მსმენელი დასკვნით საველე სიტუაციურ ამოცანებს ასრულებს. კურსანტები ამჯერად აერომობილურ მომზადებას გადიან. მომავალი ოცეულის მეთაურები ვერტმფრენში ჩასხდომას, დესანტირებას, დაშავებულის ევაკუაციას და სხვა დავალებებს ასრულებენ.

საველე წვრთნები 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მსმენელები სხვადასხვა ტაქტიკურ, საინჟინრო და ტოპოგრაფიულ ამოცანებს შეასრულებენ. კურსანტების მზადყოფნა აკადემიის ინსტრუქტორების მიერ საბრძოლო მომზადების დაგეგმვისა და შეფასების პროგრამის მიხედვით მოწმდება.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს უკვე გავლილი აქვთ უმცროს ოფიცერთა მომზადების 6-თვიანი საკანდიდატო კურსი. ქვეით ოფიცერთა მომზადება 2 თებერვალს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება. კურსის გავლის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცრები სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics