13:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 11:41:45, 613 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა "სურსათის ეროვნული სააგენტოს" თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თბილისის სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი,  თამარ მჭედლიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების გვერდის ავლით, მოქალაქეზე გასცა ორი ერთეული ყალბი ვეტერინარული მოწმობა ე.წ. ფორმა N2, ისე, რომ რეალურად არ შეამოწმა ხორცპროდუქტის ვარგისიანობა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics