2015-07-03 10:04:44, 577 ნახვა
სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: სხვადასხვა ტიპის იარაღისათვის განკუთვნილი 2248 საბრძოლო ვაზნა, 8 გადაჭრილი თოფი, 57 ხელყუმბარა და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
უწყების ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: 8 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის იარაღისათვის განკუთვნილი 2248 საბრძოლო ვაზნა, 57 ხელყუმბარა, 3 შაშხანა, 1 ამფეთქი, 2 სასიგნალო მაშხალა, 3 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ყუმბარმტყორცნის 15 ჭურვი, 3 მჭიდი და 1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან