13:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 11:19:32, 852 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება ნატოს შტაბ-ბინაში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძისა და საგარეო საქმეთა მინსტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას მონაწილეობით, მიმდინარე წლის 14 იანვარს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ელჩების დონეზე  ნატო-საქართველოს  კომისიის სხდომა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, და საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში გატარებული  რეფორმები.

შეხვედრაზე მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, კერძოდ, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისა და ავღანეთში ნატო-ს ახალ, „ურყევი მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის.

მუდმივმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება და აღნიშნეს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წევრმა ქვეყნებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიური მონაწილება მიიღონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ უელსის სამიტზე  მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს წევრობისთვის მომზადებას უწყობს ხელს.

შეხვედრისას დეტალურად იქნა განხილული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერით წარმოქმნილი საფრთხეები და გამოწვევები. წევრმა ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული, არალეგიტიმური და უკანონო პოლიტიკის გამო. 

შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ნატო-საქართველოს კომისიის გამართვამდე შედგა სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics