14:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 19:07:37, 733 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო კახეთში მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კახეთში მომხდარ შემთვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო - ტექნიკური ქონების ბაზის შენახვის სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროდან ოსიაურისკენ გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, 5 შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურე კი, თბილისში დაზიანებების მიხედვით პროფილურ საავადმყოფოებში გაივლის მკურნალობის კურსს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაუყოვნებლივ გაემგზავრა დედოფლისწყაროში. ლევან იზორია ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე გასულია სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი და სამსახურეობრივ შემოწმებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი „კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომანქანა ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში 20-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics