00:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 13:18:53, 511 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ღია გეოსივრცითი კონსორციუმის შეხვედრებში მონაწილეობენ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო სისტემების სპეციალისტები ღია გეოსივრცითი კონსორციუმის - OGC-ის ტექნიკური კომიტეტის შეხვედრებში მონაწილეობენ.

ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ქალაქ ბარსელონაში დღეს დაიწყო, ტექნიკური ექსპერტების მიერ სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული. სპეციალისტები სტანდარტებისა და დომეინების სამუშაო ჯგუფებში ისეთ თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა სივრცითი მონაცემების ინტერნეტში განთავსება, უსაფრთხოება, მონაცემთა შენახვა, გეოსემანტიკა, INSPIRE დირექტივასთან შესაბამისობა, დაფარულობის სტანდარტების ჰარმონიზაცია, ურბანული დაგეგმარება, ადგილმდებარეობის განსაზღვრის მობილური სერვისები და ა.შ.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე ორი წელია გეოსივრცითი მონაცემების ღია კონსორციუმის წევრია. კონსორციუმის მიზანი გეოინფორმაციული სერვისების კუთხით საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაა. იგი 400–ზე მეტ ორგანიზაციას, კომპანიას, სახელმწიფო სააგენტოსა თუ უნივერსიტეტს აერთიანებს. თითოეული  მათგანი გეოგრაფიული ინფორმაციული მონაცემების დამუშავების სტანდარტებისა  და მოთხოვნების შემუშავების კუთხით საქმიანობს. აღნიშნული სტანდარტები და მოთხოვნები ხელს უწყობს სხვადასხვა გეოინფორმაციული სისტემების, მობილური კავშირებისა და ლოკალიზებული მომსახურების (LBS) ერთმანეთთან თავსებადობას, აგრეთვე, ინფორმაციული ტექნოლოგიების გავრცელებას და ეხმარება სისტემებისა თუ პროგრამების შემქმნელებს, მომხმარებლისთვის კომპლექსური გეოსივრცითი ინფორმაციისა და მომსახურების წვდომის უზრუნველყოფაში.

ღია გეოსივრცითი კონსორციუმის ტექნიკური კომიტეტის შეხვედრები 13 მარტს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics