13:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 14:16:12, 1161 ნახვა

მსოფლიო
ფილიპ ბრიდლავი: რუსეთმა ყირიმის მილიტარიზაცია მოახდინა და მას პლაცდარმად გამოიყენებს

„რუსეთმა ყირიმის მილიტარიზაცია მოახდინა და მას შემდგომ პლაცდარმად გამოიყენებს“,-ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს სამხედრო მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.
„ის რაც ჩვენ ვნახეთ, შეიძლება შეფასდეს როგორც მილიტარიზაცია რუსეთის მხრიდან ყირიმის მიმართ. რუსეთი  აქ განათავსებს თავის მოწინავე  სამხედრო ძალას: ავიაციას და საზღვაო ძალას“,-აღნიშნა ბრიდლავმა.
ამასთან, ბრიდლავმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავარი მიზანია   უკრაინაზე კონტროლის შენარჩუნება და მასზე გავლენის მოხდენა.
ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა 12 ჯერ გახსნეს ცეცხლი.
სეპარატისტები მინსკში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში უკრაინის სახელისუფლებო ძალებს აბრალებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics