2015-02-26 20:17:34, 429 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: გიორგი ქადაგიძე თავისი უმოქმედობით ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანაში პანიკა ყოფილიყო
„ნოემბრიდან მოყოლებული ბატონი ქადაგიძე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს პანიკა ქვეყანაში ყოფილიყო“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმარვლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ექს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ივანიშვილი ლარის კურსის კრიზისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს უკავშირებს.
„ლარის ცვალებადობაზე უზარმაზარ გავლენას ახდენს პანიკა, რომელიც ქვეყანაშია და ნოემბრიდან მოყოლებული ბატონი ქადაგიძე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს პანიკა ქყვენანაში ყოფილიყო. თავისი უმოქმედობით აბსოლუტურად არცერთი ოპტიმისტური, პოზიტიური ნაბიჯი მისი მხრიდან გაკეთებული არ ყოფილ“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან