14:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 14:35:43, 495 ნახვა

საზოგადოება
თეთრიწყაროს რაიონში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში, ახლადდამონტაჟებული ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაათვალიერა. 

სამინისტროს ინფორმაციით, მეტეოროლოგიური სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, თეთრიწყაროს რაიონში დღემდე, მეტეოროლოგიური დაკვირვებები ვერ ხორციელდებოდა, რის გამოც ამინდისა და კლიმატური ინფორმაციული მომსახურების უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო.

„ახლადდამონტაჟებული თანამედროვე სტანდარტების ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დღე-ღამის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში გაზომავს და მონაცემებს ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების, მოსული ნალექების ინტენსივობის და რაოდენობის, ასევე ატმოსფერული წნევის შესახებ, ინფორმაციის დამუშავების ცენტრს გადასცემს. თეთრიწყაროში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის არსებობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვისაც, სამეურნეო საქმიანობისთვის“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics