2016-04-02 21:15:21, 1094 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტი: 1994 წლის შემდეგ ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებია
"1994 წლის შემდეგ ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებია" - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სომხეთის ძალების დროული მოქმედებების დამსახურებით, შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ვითარების კონტროლის ქვეშ აღება, არამედ მოწინააღმდეგისთვის არსებითი დანაკარგების მიყენება.
"1994 წლის შემდეგ, ზავის დადებიდან დღეს ეს ყველაზე ფართომასშტაბური სამხედრო მოქმედებებია, რომელიც გადაწყვიტა განახორციელოს აზერბაიჯანმა. სომხეთის ძალების დროული მოქმედებების დამსახურებით, შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ვითარების კონტროლის ქვეშ აღება, არამედ მოწინააღმდეგისთვის არსებითი დანაკარგების მიყენება" , - განაცხადა სარგსიანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან