12:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-25 13:16:07, 894 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა დაიცვა ICE-ის ოფიცრები, რომლებმაც მამაკაცი დახვრიტეს და ამაში მინესოტას ხელისუფლება დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მინესოტას ხელისუფლება, კერძოდ, მერი, გუბერნატორი და დემოკრატი კონგრესმენი ილჰან ომარი, დამნაშავეა შტატში არსებულ ვითარებაში და მაცხოვრებლების აჯანყებისკენ წაქეზებაში.

მინეაპოლისში დღეს მამაკაცის სროლასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ „ICE-ის ოფიცრები იძულებულნი იყვნენ თავი დაეცვათ შეიარაღებული მსროლელისგან, მაშინ როცა ადგილობრივმა პოლიციამ არაფერი გააკეთა“.

„რატომ აქვს ილჰან ომარს ანგარიშზე 34 მილიონი დოლარი? და სად არის ათობით მილიარდი დოლარი, რომელიც ოდესღაც დიდებული მინესოტას შტატიდან მოიპარეს? ჩვენ ამ სიტუაციაში ვართ მასიური ფინანსური თაღლითობის გამო... შტატიდან 12 000 არალეგალი იმიგრანტი რომ არ ყოფილიყო დეპორტირებული, თქვენ გაცილებით უარესს ნახავდით, ვიდრე დღეს ხედავთ!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics