2016-03-26 15:10:36, 1161 ნახვა
მსოფლიო
ბელგიის ქალაქ ლიეჟში 3 აფეთქება მოხდა - დაშავებულია 1 ადამიანი
ბელგიის ქალაქ ლიეჟში დღეს ღამით 3 აფეთქება მოხდა. აფეთქებების ორგანიზატორი დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Belga ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება იტყობინება, ქალაქ ლიეჟეში 3 აფეთქება დასახლებულ პუნქტთან მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, აფეთქებები კრიმმინალური შინაარსის იყო.
ძალოვანი უწყების ინფორმაციით, პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 23:40-ზე მოლინგენის ქუჩაზე განხორციელდა. საცხოვრებელ სახლში შესასვლელი კარი აფეთქების ტალღამ გაანადგურა. დაშავდა 1 ადამიანი.
მეორე აფეთქება 00:10-ზე ბელ ფლორის ქუჩაზე მოხდა, რის შემდეგადაც 00:30 მესამე აფეთქება ჟან ჟორეს ქუჩაზე მოხდა.
სამართალდამცველებმა, აფეთქებებში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავა. ის დრეს დილით ლიეჟეს პროკურატურაში გადაიყვანეს.
მთავრობამ აღნიშნულ ფაქტს ტერაქტის სტატუსი ჯერ არ მიანიჭა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან