12:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-19 09:26:10, 904 ნახვა

მსოფლიო
Axios: აშშ საიდუმლოდ ამუშავებს ახალ გეგმას უკრაინაში ომის დასრულებისთვის

ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლოდ კონსულტაციებს აწარმოებს რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულების ახალი გეგმის შესამუშავებლად, იტყობინება Axios. დოკუმენტი მოიცავს 28 პუნქტს, რომლებიც ოთხ ნაწილად იყოფა: უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება, კიევის უსაფრთხოების გარანტიები, ევროპის უსაფრთხოება და აშშ-ს მომავალი ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან.

გეგმის შემუშავებას ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ვიტკოფი ხელმძღვანელობს. გამოცემის ცნობით, მან უკვე განიხილა წინადადებები როგორც რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელ დმიტრიევთან, ასევე ზელენსკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ უმეროვთან.

პარალელურად, თეთრმა სახლმა დაიწყო უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმირება დოკუმენტის შესახებ. ხაზგასმულია, რომ ამერიკული ინიციატივა არ არის დაკავშირებული ბრიტანეთის მცდელობებთან, ჩამოაყალიბოს სამშვიდობო გეგმა, მსგავსი ღაზას სექტორის შეთანხმებებისა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics