08:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-09 23:04:38, 2644 ნახვა

საზოგადოება
გურიის რეგიონში 19 მაღალი რისკის ზონაა გამოვლენილი, რომელთაგან ყველაზე მეტი ჩოხატაურშია.

2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, გეოლოგიური სტიქიური პროცესები გურიის რეგიონისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება.

დოკუმენტი შედგენილია 2024 წელს და შეიცავს 2025 წლის პროგნოზებს, ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ ის არ ასახავს 2025 წლის თებერვალში დასავლეთ საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რომელმაც განსაკუთრებით გურიის რეგიონი დააზარალა.

ბიულეტენის თანახმად, მეწყერის საფრთხის ზონაში ათობით ფერდობი, დასახლება და სოფელი ხვდება, მათ შორის აქტიური. სტიქიური უბედურებები დამახასიათებელია რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტისთვის: ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური.

მაღალი რისკის ზონების რაოდენობით ლიდერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი იყო, სადაც ასეთი 7 ზონა გამოვლინდა. ოზურგეთსა და ლანჩხუთს 6-6 ზონა აქვთ.

მაღალი რისკის მქონე ტერიტორიები (2024 წლის მდგომარეობით)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:
• ბახვი
• ქვემო ბახვი
• დვაბზუ
• გურიანთის ფერდობები
• სუფსა / შრომა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი:
• ჩოლობარგი
• მაჩხვარეთი
• საირმის ქედი
• გრიგოლეთი
• ჯურუკვეთი
• ზემო აკეთი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი:
• ბახმარო
• ზემო ამაღლები
• შუამაგლები
• ზოტის ფერდობები
• ქვემო ნასაკირალი
• ხიდისთავი
• კოხნარი / ბაბანი

საშუალო რისკის ზონები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:
• სუფსის შემოგარენი – ფერდობები დინამიურია, თუმცა ამ ეტაპზე მეწყრული პროცესები შედარებით სტაბილურია. რეკომენდებულია რეგულარული მონიტორინგი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი:
• გრიგოლეთი – სანაპირო ზოლთან ახლოს შეინიშნება ეროზიული პროცესები და ქვიშის გადაადგილება, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საცხოვრებელ უბნებს.
• მიმდებარე სოფლების ფერდობები - ზოგიერთ ადგილას მიკრო-მოცურების ნიშნები დაფიქსირდა, თუმცა რისკის დონე დაბალი რჩება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი:
• ზოტის ფერდობები სტრუქტურულად რთული ადგილებია, სადაც ქანების ძვრები და დარღვევები პერიოდულად ხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics