11:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 18:46:31, 2660 ნახვა

კომენტარი
ილჰამ ალიევი - ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია

ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია, ეს კოლონიალისტების საქციელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში “ახალი მსოფლიო წესრიგის წინაშე” ფორუმზე განაცხადა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს გვერდითაა და საქართველოს შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან.

„ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია. ეს კოლონიალისტების საქციელია. ისინი ცდილობენ ქართველი ხალხის ნებას თავისი კოლონიალისტური წარსულის პრიზმიდან უყურონ. ეს სრულიად მიუღებელია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათთან ვართ, საქართველოს მთავრობამ იცის. საქართველოს შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან”, - განაცხადა ალიევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics