02:11 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 19:10:33, 1362 ნახვა

ომი უკრაინაში
ე.წ. დონეცკის სახალხო სასამართლომ დომენიკ მანგოს პატიმრობა 7 წლით მიუსაჯა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს მოქალაქეს, 30 წლის კუკური ბარამიძეს (ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო) დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რუსეთის გენერალური პროკურატურა თავის ვებგვერდზე ავრცელებს.

ბარამიძე დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის (შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ ჯარისკაცად მონაწილეობა) მიხედვით ცნეს და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

"სასამართლოს ცნობით, 2022 წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით, ბარამიძე მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულის სტატუსით ქართული ეროვნული ლეგიონის შემადგენლობაში. მან სამხედრო წვრთნა გაიარა კიევში მდებარე საწვრთნელ ბაზებზე, სადაც მიიღო საბრძოლო იარაღის გამოყენების უნარები, შეისწავლა სტრატეგია, ტაქტიკა და შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოქმედების მეთოდები. ბარამიძე აღჭურვილი იყო ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით, საბრძოლო მასალებით, უნიფორმით და სპეციალური აღჭურვილობით, რის შემდეგაც მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში დნრ-ის ძალოვანი სტრუქტურებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების წინააღმდეგ" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რუსეთის მტკიცებით, ბარამიძემ 310 000 რუსული რუბლის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics