11:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-03 14:16:58, 1167 ნახვა

რეგიონი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 50 000 ქვირითით გათევზიანდა

გურიის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიის, გურიის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 50 000 ქვირითით გათევზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეების გათევზიანების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, გურიის მხარეში  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე მონაწილეობდნენ.

"ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან ერთად, ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში 1 მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

2006 წელს, ნაკადულის/მდინარის კალმახი „წითელ ნუსხაში“ მოხვდა და მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია. სწორედ ამიტომ, პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება აქტიურად მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics