12:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 12:21:56, 845 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გუშინდელ აქციაზე პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო

არამხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში რაც მათ შეეძლოთ, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ, 5 ივლისს ჰომოფობური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვინც ძალადობას არ ემიჯნება.

„ჩვენ გუშინ გარკვეული მოვლენები ვიხილეთ. მალე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაზიანდა, არა მხოლოდ ჟურნალისტს, ნებისმიერ სხვა დამიანს და აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა არამხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც, იმ ფარგლებში რაც მათ შეეძლოთ. მათი მხრიდან ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან. ყველამ საკუთარ თავს რამდენიმე რამ უნდა შევახსენოთ, მაგალითად ის, რომ ადამიანის უფლებების სამართალში რამდენიმე წიგნს მაინც გავეცნოთ, ამას თუ რას ვგულისხმობ ჩემი, როგორც ადამიანის უფლებების სასამართლოს ყოფილი თანამშრომლის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიერ ნებისმიერი გადაცემის პირობებში შეიძლება გაიშალოს. ეს ერთი, მეორე ყველამ ჩვენს თავს შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა სამშობლო დგას. ეს სამშობლო უამრავი გამოწვევის წინაშეა, მათ შორის ოკუპაციის წინაშე და ყველამ ყველა ღონე უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ეს ძლივს შეკოწიწებული ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო დავიცვათ და როგორმე გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უფლებებს ისე, რომ ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო მშვიდობა ქვეყნის შიგნით არ დავაზიანოთ. ის, რომ სამშობლო დგას ყველაზე მაღლა, ეს იყო ამ მიწაზე ყოველთვის ასე, ახლაც ასეა და იმედია, მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics