17:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 11:00:20, 986 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოითხოვა

სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები, რომელთა ეფექტური ხარჯვა ვერ მოხდება, მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ინვესტორებთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს და მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.

პრემიერმა ფინანსთა მინისტრს ასევე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის რეგულარულად წარდგენა დაავალა.

ნოდარ ხადურის ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით, იანვრის თვის გეგმა 540 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 519 მილიონი უკვე მობილიზებულია.

ფინანსთა მინისტრმა ასევე განმარტა, რომ სამინისტროები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობას ყოველი თვის დასაწყისში წარუდგენენ.

პრემიერმა დღევანდელ სხდომაზე ასევე მოისმინა ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის შესახებ, რომლის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე გუშინ პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა. ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლის ბოლოს იგეგმება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics