14:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 16:30:03, 8016 ნახვა

სხვადასხვა
ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს აქვეყნებს

„Covid-19-ის წინააღმდეგ ბძოლაში საქართველოს პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა“,  -  ამ სათაურით აქვეყნებს ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს. გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მიღწეული წარმატებით დაინტერესდა.

“საქართველომ წარმატებით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და სხვა ქვეყნებსაც კარგი მაგალითი მისცა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, ქვეყანამ პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე შეაჩერა“, - აღნიშნულია სტატიაში.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი, რაც ვირუსს ქვეყნის შიგნით გავრცელების საშუალებას არ მისცემდა, ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს კი  რა თქმა უნდა  ჩვენს მიერ მიღწეული შედეგი გვაძლევს“, - აღნიშნავს მინისტრი გამოცემასთან და განმარტავს, რომ აღნიშნული შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ყველა სექტორის, მათ შორის მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.

„ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გაიაზრა სიტუაციის მასშტაბები და მათ მიერ გამოხატული მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, სოციალური დისტანცირებისა და მაქსიმალურად სახლში დარჩენის კუთხით, ძალიან დაეხმარა ქვეყანას ვირუსის შიდა გავრცელების შეკავებაში“.

ჟურნალისტი პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობითაც დაინტერესდა. მინისტრმა გამოცემასთან აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან, საქართველომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ჩინეთის მთავრობის მხრიდან კოვიდ ტესტირების აპარატების, ტესტებისა  და პირადი დაცვის საშუალებების სახით.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მატერიალური დახმარების გარდა, ქვეყნების სამედიცინო პერსონალისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით რამდენიმე ვიდეო კონფერენციაც გაიმართა, რომელიც Covid-19-ის ეპიდზედამხედველეობის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის, დაავადების კონტროლისა და მკურნალობის საკითხებს ეხებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics