2026-02-09 21:09:45, 11684 ნახვა
რეგიონი
სომხეთმა შეერთებული შტატებისგან V-BAT დრონები შეიძინა
სომხეთმა შეერთებული შტატებისგან V-BAT დრონები შეიძინა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გარიგების საერთო ღირებულება 11 მილიონი დოლარი იყო.
გარდა ამისა, ვენსმა ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.
"პირველად, ჩვენ ვაანონსებთ სამხედრო ტექნოლოგიის მსხვილ გაყიდვას - 11 მილიონი დოლარის სათვალთვალო დრონის ტექნოლოგია სომხებისა და ჩვენი კარგი მეგობრისთვის, პრემიერმინისტრისთვის. ის [ფაშინიანი] ამას გამოიყენებს საკუთარი ქვეყნის დასაცავად და იმაში დასარწმუნებლად, რომ მშვიდობა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ნარჩუნდება" | ამბობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთის პრემიერთან ერთად მიმდინარე პრესკონფერენციაზე
ავტორი: ექსპრესნიუსი,