2019-05-17 14:39:22, 11041 ნახვა
Lifestyle
ინტერნეტში ცნობილი უჟმური კატა 7 წლის ასაკში გარდაიცვალა
ინტერნეტ სივრცეში ყველაზე პოპულარული „უჟმური კატა“ Grumpy Cat 7 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისმა პატრონმა კატის კუთვნილ "ინსტაგრამის" გვერდზე დაწერა.
"ტარტარის სოუსი", ასე ერქვა კატას, რომელიც სახლში, პატრონის ხელში 14 მაისს დილით გარდაიცვალა.
"Grumpy Cat-მა მილიონობით ადამიანს მათთვის ყველაზე რთულ დროს ღიმილს ჩუქნიდა"-წერს ტაბატა, ტარტარის პატრონი. ცხოველის სიკვდილის მიზეზი ეხლახანს გადატანილი ინფექციური დაავადება გახდა.
Grumpy Cat-მა პოპულარობა 2012 წელს სოციალურ ქსელებში მოიპოვა. არაჩვეულებრივი კატის სურათები, მემები და პოსტერები Reddit-ზე გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტ-მომხმარებლებში სიმპატია გამოიწვია. მასზე ხატავდნენ კომიქსებს, იღებდნენ ვიდეოებს და აკეთებდნენ სათამაშოებს.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან