2015-03-18 14:58:59, 913 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: 2015 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი უპრობლემოდ შესრულდება
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მტკიცებით, 2015 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებას შემოსავლის და გასავლის ნაწილში პრობლემა არ აქვს.
ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს.
„დღეს არის 18 მარტი და თავისთავად ცხადია, რომ 2015 წლის პირველი კვარტლის დასასრულამდე ჯერ კიდევ 2 კვირა დარჩა, რომლის განმავლობაშიც ბიუჯეტში გადასახადები კიდევ შემოვა. შესაბამისად, ამ კვარტლის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არც შემოსავლების და არც გასავლების ნაწილში არ აქვს“, – განაცხადა ხადურმა.
მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ თებერვლის თვეში დღგ–ს გადამხდელთა საწარმოების ბრუნვის 15%–იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ხადურის შეფასებით, 4–4.5%–ით ეკონომიკური ზრდის ტოლფასი იქნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან