13:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 14:51:32, 908 ნახვა

რეგიონი
ახმეტის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელიც ახმეტის  წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, კახეთის გუბერნატორ  ირაკლი შიოლაშვილთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, მოხდება არსებული რეზერვუარის, სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია. ასევე, ახალი საქლორატორო სადგურის მშენებლობა.

ამორტიზირებული ქსელის გამო  ახმეტის მოსახლეობას წლების განმავლობაში წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ,  7000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სამშენებლო სამუშაოებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროკავშირმა 8 მილიონ  ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო.   პროექტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics