2016-06-20 18:34:57, 1300 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ივანიშვილი: საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება ბიზნესს ძალიან აზარალებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნესმა ერთ-ერთ პრობლემად საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებაზე ინიციატივა დაასახელა.
ივანიშვილის თქმით, მათ შენიშვნას იზიარებს და ფიქრობს, რომ საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება ბიზნესს აზარალებს:
"საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებაზე სწორი შენიშვნა გააკეთეს, რომ ეს ძალიან აზარალებს ბიზნესს. გასაგებია, რომ აქ როგორც ჩანს, პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგა. მოსახლეობისთვის მეტი დახმარების აღმოჩენა სურდათ, მაგრამ ეს ბიზნესს ხელს უშლის. თუ კანონმა გადაწყვიტა, ის, რა თქმა უნდა, შესრულებული უნდა იყოს უფრო მყისიერად",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან