ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში  ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება, სადაც სწავლის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ექნება. 

" />
00:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 16:04:19, 930 ნახვა

რეგიონი
გაეროს მხარდაჭერით აგარაში პროფესიული განვითარების სასწავლებელი გაიხსნება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში  ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება, სადაც სწავლის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ექნება.

შიდა ქართლის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის იდეას მხარდაჭერა კომპანია „აგარის შაქარმა“ და „გაეროს განვითარების ფონდმა“ აღმოუჩინა.

მათივე ცნობით,  სასწავლებლისთვის განკუთვნილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და ქარელის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერეს.

„საქმე გვაქვს მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროექტთან, რომლის განხორციელება მოქალაქეებს ახალი პროფესიების დაუფლების საშუალებას მისცემს. კომპანია „აგარის შაქარი“ წარჩინებული კურსდამთავრებულების საკუთარ საწარმოში დაასაქმებას გეგმავს“ – აღნიშნა იოსებ ოქრიმელიძემ.

 პროფესიული სასწავლებელი დაინტერესებულ მოქალაქეებს ხარატის, შემდუღებლისა და ელექტრიკოსის პროფესიების დაუფლებაში დაეხმარება. კურსის დასრულებისთანავე სასწავლებელი კურსდამთავრებულს სპეციალობის დამადასტურებელ სერთიფიკატს გადასცემს.

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics