2016-04-17 12:42:40, 1202 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე ვიზალიბერალიზაციაზე: პროცედურები წინასწარ განსაზღვრული პერიოდის მიხედვით მიდის
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმიწფო მინისტრ დავით ბაქრაძეს იმედი აქვს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი ზაფხულისთვის გადაწყდება.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პროცედურები წინასწარ განსაზღვრული პერიოდის მიხედვით ხორციელდება.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობაში პარტნიორების მხრიდან სრული მხარდაჭრის იმედი აქვთ:
„გვაქვს სრული მხარდაჭერის იმედი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. განსაზღვრული ვადა არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, პროცედურები მიდის წინასწარ განსაზღვრული პერიოდის მიხედვით, რომელიც გულისხმობდა ზაფხულის პერიოდს, ამიტომ ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილები,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან