18:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 18:38:40, 5224 ნახვა

საზოგადოება
ქვეშეთი-კობის გზაზე დროებით გამაგრებული ფერდი ჩამოიშალა, დაზიანდა სოფლის სასაფლაო

29 მარტს, სოფელ წკერეში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდი ჩამოიშალა, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის, ორი საფლავი. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლა თოვლის დნობამ გამოიწვია. 

"ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ფერდის გამაგრება და ტერიტორიის მოწესრიგება

კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას

პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სტანდარტის დაცვით". - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics