23:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 14:43:59, 8590 ნახვა

სხვადასხვა
ვოლოდიმერ და ელენა ზელენსკებმა უკრაინის საპატიო პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ელენა ზელენსკი კიევისა და სრულიად რუსეთ-უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მონაწილეობდნენ.

„მან დიდი ძალისხმევა გასწია იმისათვის, რომ უკრაინას საკუთარი ადგილობრივი ეკლესია ჰყოლოდა. მისი შეუპოვრობისა და გამბედაობის გარეშე წარმოუდგენელია უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორია, ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობა და ჭეშმარიტად ძლიერი სახელმწიფოს განვითარება. ჩვენ გვახსოვს. ჩვენ პატივს ვცემთ. ჩვენ მადლიერები ვიქნებით“, - წერენ ვოლოდიმირ და ოლენა ზელენსკებმა სოციალურ ქსელებში.

დამშვიდობება კიევში, წმინდა მიქაელის ოქროსგუმბათოვან მონასტერში შედგა. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პატივი მიაგეს პატრიარქ ფილარეტს და პირადი სამძიმარი გამოუცხადეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, მის უნეტარესობას, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, ეპიფანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics