10:22 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 22:49:47, 585 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: პოროშენკო–ღარიბაშვილს შორის უცნაური საუბარი იყო

„პრეზიდენტმა პოროშენკომ მითხრა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან უცნაური საუბარი იყო“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. 
სააკაშვილი პოროშენკო–ღარიბაშვილის საუბრის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, აღნიშნა, რომ საუბრის ერთ–ერთი თემა გარდაცვლილი პრემიერი ზურაბ ჟვანია იყო. 
„პრეზიდენტმა პოროშენკომ მითხრა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან უცნაური საუბარი ჰქონდა.  მე პრეზიდენტმა პოროშენკომ მომიყვა და ჭორიკანა ხომ არ ვარ მათსავით. მე მაქვს ჩემი ვალდებულებები. საუბარი იყო ჟვანიას საქმეზე, ეს იყო მათი საყვარელი თემა, ესენი მიყვებიან რუსულ კლიშეებს.  რუსეთმა თავიდანვე რამდენიმე რამე შემოაგდო, რომელსაც ისინი  გაყვნენ და ერთ ერთი არის ჟვანიას საქმე.ეს საქმე ყველა რუსული ოლიგარქის საყვარელი საქმე იყო.  ჯერ ბადრი პატარკაციშვილმა შემოაგდო ეს თემა. მაგრამ,  ჟვანიაზე საქმე არ არსებობს, არსებობს უბედური შემთხვევა, რომელიც დაემართა ჩემს ყველაზე ახლო მეგობარს ზურაბ ჟვანიას“, – აღნიშნა სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics