2025-06-09 14:34:11, 1806 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთმა უკრაინის ერთ-ერთ ოპერატიულ აეროდრომს დაარტყა
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული დარტყმა განახორციელა, მტრის მთავარი სამიზნე უკრაინის ერთ-ერთი აეროდრომი იყო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური იგნატმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსებმა ათობით რაკეტა და ასობით დრონი გაუშვეს.
„მასშტაბური დარტყმა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, რაც რუსეთმა ბოლო დროს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განახორციელა. მთავარი დარტყმა მიმართული იყო ერთ-ერთი ოპერატიული აეროდრომისკენ, მას მოწინააღდეგე დაესხა თავს“, - აღნიშნა იგნატმა.
მას არ დაუკონკრეტებია, რომელ აეროდრომს გულისხმობდა. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარია ქალაქ დუბნოში მდებარე ავიაბაზაზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,