2024-12-01 05:08:32, 6189 ნახვა
სპორტი
UFC-ის მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია -როგორც ადამიანს და როგორც ქართველს, ძალიან მიჭირს ასეთი მძიმე კადრების ყურება
როგორც ადამიანს და როგორც ქართველს, ძალიან მიჭირს ასეთი მძიმე კადრების ყურება. - წერს ილია თოფურიას ძმა და UFC-ის მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია.
"როგორც ვხედავ, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას მინიმუმ ერთრაუნდიანი ბრძოლის ფასი აქვს, მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ხარ თუ კაცი, ბავშვი თუ მოზარდი.
ბუნებრივია, რომ ხალხი გაბრაზებული გამოვიდა იმის გასაპროტესტებლად, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
სახელმწიფოს თმენის ვალდებულება გააჩნია ყველაზე განრისხებული მოქალაქის ქცევის მიმართაც კი!
როგორც ადამიანს და როგორც ქართველს, ძალიან მიჭირს ასეთი მძიმე კადრების ყურება. ვწუხვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთი გამოწვევების წინაშე დგას" - წერს UFC-ის მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია
ავტორი: ექსპრესნიუსი,