06:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 14:56:57, 988 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ხორციელდება

შუახევის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, კედლის მოწყობა დაგეგმილია 65-ზე მეტ ლოკაციაზე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 805 018 ლარამდე დაიხარჯება.

"სამუშაოები ერთდროულად სხვადასხვა სოფლებში მიმდინარეობს, რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულებულია. 10-ზე მეტ ღონისძიებაზე გამოცხადებულია ტენდერი, პარალელურად ხორციელდება შესყიდვები პროექტებისა, რომლებიც ტენდერების დასრულებისა და პროცედურების გავლის  შემდეგ განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე  და დასრულებულ  სამუშაოებს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, პირველ მოადგილესთან, მირიან აბაშიძესთან და  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძესთან  ერთად, დაბა შუახევში და სოფელ ნიგაზეულში გაეცნო.

დაბაში, რუსთაველის ქუჩაზე აშენდა ფერდსამაგრი კედელი და მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა. აქვე დაგეგმილია საცხოვრებელი სახლის გადახურვა და გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სოფელ ნიგაზეულში პროექტის ფარგლებში დასრულდა მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics