2020-03-29 13:34:23, 25066 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსი გადაეცემა მხოლოდ წვეთოვანი გზით
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ახალი ვირუსი, რომელიც Covid-19-ის დაავადებას იწვევს ჰაერით არ გადადის. - ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.
"კორონავირუსი გადაეცემა მხოლოდ წვეთოვანი გზით, თუ დაინფიცირებული ადამიანი, ლაპარაკობს, ახველებს ან და აცემინებს. ეს ვირუსის წვეთები საკმაოდ მძიმეა იმისთვის, რომ ჰაერში გაჩერდეს. ისინი მალევე ეცემიან იატაკზე ან ზედაპირებზე" -წერია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩასუნთქვით ადამიანის კორონავირუსით დაინფიცირება შეიძლება მაშინ, როდესაც Covid-19-ით დაავადებულ ადამიანთან 1 მეტრის მანძილზე იმყოფება ან ვირუსით დაბინძურებულ რაიმე ზედაპირს ეხება და შემდეგ დაუბანელი ხელით თვალებს, ცხვირს ან პირს ეხება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,