13:53 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 13:06:52, 1143 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ქადაგიძე: პრეზიდენტის ვეტო არის შესაძლებლობა, დეპუტატებმა თავიანთ გადაწყვეტილებას გადახედონ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, პარლამენტის წევრებმა თავიანთ გადაწყვეტილებას გადახედონ.

ამის შესახებ ქადაგიძემ ფინანსური სექტორისთვის სამართლებრივი რეგულირებისთვის სახელმძღვანელოს პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტი ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. 

 „გავეცანით საბოლოო რედაქციას, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო. ეს კანონპროექტი არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, პირველ რიგში სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისითაც. ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ვინაიდან არის უამრავი მუხლი, რომელიც შეიძლება წაიკითხო სხვადასხვაგვარად, რაც სერიოზულ პრობლემას შექმნის სამომავლოდ. ის კონსტიტუციასთან არის შეუსაბამობაში, ასევე შეუსაბამობაშია ასოცირების დღის წესრიგთან. მან კრიტიკის ქარცეცხლი გაიარა ჩვენი პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ნათელია, რომ ამ კანონის მიღების, მისი ინიციატორები ამას არ უარყოფენ, ერთადერთი მიზანია ეროვნული ბანკის დასუსტება, გახლეჩა და საქართველოს პრეზიდენტის როლის შემცირება, როგორც კონსტიტუციის და ძალთა ბალანსის გარანტის“, – აღნიშნა ქადაგიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს აქტიური კონსულტაციები ქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშრებით.

„ეს კანონი დიდი საფრთხოს შემცველია, ამ კანონის ამ ფორმით მიღება არ შეიძლება, ამას არც ერთი თავმოყვარე ეკონომისტი დადებითად არ აფასებს“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ამასთან, ქადაგიძის განცხადებით, საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფა, მნიშვნელოვნად დააზიანებს საბანკო სექტორს, ინვესტორების სამომავლო განწყობას და საბოლოო ჯამში თითოეული საქართველოს მოქალაქე უარყოფით შედეგებს იგრძნობს „ჯიბეზე“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics