2015-07-17 16:02:55, 2121 ნახვა
რეგიონი
"ქართული ოცნების" ინიციატივით ფოთში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" ინიციატივით ფოთში, კლინიკურ საავადმყოფოში, სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციაში "ქართული ოცნების " ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრებთან ერთად პარტიის თავმჯდომარე, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, საქალაქო სამსახურისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
აქციაზე 70-მდე მოხალისე დონორმა გაიღო სისხლი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.
ფოთში განხორციელებულ სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციას სამედიცინო მომსახურება საქართველოს სისხლის ბანკის ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა გაუწიეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან