13:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 12:27:46, 993 ნახვა

სამართალი
დამოუკიდებელი ექსპერტის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი საბრძოლო დანიშნულების ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა

დამოუკიდებელი ექსპერტის ზაზა ალთუნაშვილის ინფორმაციით,  ის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელმაც იური ვაზაგაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა,  არა კუსტარულად დამზადებული, არამედ ქარხნული წარმოების იყო.

კერძოდ, ალთუნაშვილის განმარტებით, იური ვაზაგაშვილი საბრძოლო დანიშნულების ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

"ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა ძალიან ბევრი სამუშაო. ამოვიღეთ ნივთიერ მტკიცებულებები, რომელთა შეფასებები მთლიანობაში მოგვცემს საშუალებას დავადგინოთ, თუ რა გარემოებებში და რა ვითარებაში მოხდა აფეთქება. ფაქტობრივად,  დადგენილია იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა,  ზუსტდება, თუ რა მოდელზეა საუბარი.ეს არის საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა",-განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა "რუსთავი2"-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.  ყარაფილას სასაფლაოზე სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ დროისთვისაც მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics