2015-05-11 16:11:56, 1254 ნახვა
სხვადასხვა
გემზე, რომელიც ლიბიის წყლებში დაიბომბა, საქართველოს ექვსი მოქალაქე იმყოფებოდა
გემზე, რომელიც ლიბიის წყლებში დაიბომბა საქართველოს ექვსი მოქალაქე იმყოფებოდა.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის მიერ გავცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მეზღვაურები არიან და თურქულ სატვირთო გემზე მუშაობდნენ.
„გემს ცეცხლი ლიბიის სანაპიროებიდან გაუხსნეს. ბოლო მონაცემებით დაიღუპა კაპიტანი და დაჭრილია ეკიპაჟის რამდენიმე წევრი. გარდაცვლილია თურქი ეროვნების კაპიტანი. სააგენტო ცდილობს დეტალების გარკვევას“,-ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებში.
მომხდარ ინცინდენს გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეტა სამინისტრო და იერიში დაგო.
ოფიციალურმა ანკარამ ლიბიაში საპროტესტო ნოტაც გაგზავნა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან