12:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 12:09:05, 1415 ნახვა

მსოფლიო
ფრანგები Charlie Hebdo-ს საყიდლად რიგებში დგებიან

ფრანგები სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს საყიდლად რიგებში დგებიან, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ჟურნალის ახალი ნომერი დღეს დილით გამოვიდა. მისი ტირაჟი რეკორდულ 3 მილიონ ეგზემპლარს შეადგენს.

ჟურანლის ყდაზე გამოტანილია მოჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა, რომელსაც ხელში აბრა წარწერით „მე ვარ შარლი“ უჭირავს, ხოლო ნახატის ზედა მხარეს არის წარწერა „ყველაფერი ნაპატიებია“.

ჟურნალი 6 ენაზე გამოვიდა, მათ შორის არაბულზე.

საგაზეთო ჯიხურებში Charlie Hebdo-ს შეძენა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან შეტანილი ეგზემპლარები მომენტალურად იყიდება. ფრანგები გამოცემის შესაძენად ჯიხურების მეპატრონეებთან ეწერებიან, რათა დამატებითი ჟურნალების მიღების შემდეგ მათ დაუკავშირდნენ და მისი ყიდვა შეძლონ.

Charlie Hebdo-ს სასარგებლოდ საფრანგეთის მოსახლეობამ 1 მილიონი ევროს შემოწირულობა შეაგროვა. გამოცემას კომპანიებიც ეხმარებიან. მაგალითად, Google-მა ჟურნალს 250 ათასი ევრო გადაურიცხა.

გარდა ამისა, გამოცემა გაყიდული 1 მილიონი ეგზემპლარისთვის მთელ მოგებას აიღებს. გაზეთების გამავრცელებლები კომისიას მხოლოდ დანარჩენი 2 მილიონი ეგზემპლარიდან აიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ტერაქტამდე Charile Hebdo დაბალი გაყიდვების გამო გაკოტრების ზღვარზე იყო.

ტერორისტების თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და 2 პოლიციელი დაიღუპა.  ამის შემდეგ საფრანგეთში ერთ-ერთ მაღაზიაში მძევლები აიყვანეს. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics