14:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 20:14:43, 1006 ნახვა

სამხედრო
სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთიდან ჯარისკაცების წერილები მიიღეს

დღეს, საქართველოს თავდაცვის, იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები თბილისის 82-ე და 85-ე საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ჯამბულ ზალოშვილი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ ავღანეთიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილები პირადად გადასცეს.

მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი  85-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მან, ადრესატებთან ერთად, ჯარისკაცების მიერ გამოგზავნილი წერილები წაიკითხა. პოლკოვნიკი ჯამბულ ზალოშვილი 82-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე ბავშვებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ქართული ჯარისა და ჯარისკაცების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრეს.  

წერილების ადრესატებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ხელაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა თამარ მალაზონიამ.  მათ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ბავშვებს ქართული ჯარის თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

„წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად ახორციელებს. მის ფარგლებში ქალაქ თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეები წერილებს უგზავნიან ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. პროექტის მიზანია, სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა, ასევე მომავალი თაობების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics