2015-01-12 17:37:05, 1210 ნახვა
პოლიტიკა
ტაავი რიივასი: ესტონეთი საქართველოს მყარი მხარდამჭერია
„ესტონეთი ძალიან მყარი მხარდამჭერია საქართველოსი“, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ფაქტიურად ლიდერია კრიტერიუმების დაკმაყოფილების სარბიელზე.
„მე იმედი მაქვს, რომ რიგის სამიტიდან მივიღებთ საკმაოდ ხელმოსაჭიდ მასალებს. შეიძლება 100%-ით არ იყოს გარანტიები გაცემული, მაგრამ ესტონეთი ძალიან მყარი მხარდამჭერია საქართველოსი. საქართველო ფაქტიურად ლიდერია კრიტერიუმების დაკმაყოფილების სარბიელზე. ნამდვილად შესაძლებელია უვიზო რეჟიმის შემოღება და დამერწმუნეთ, რომ ესტონეთის მხარდაჭერა გექნებათ სამიტზე“,- განაცხადა ტაავი რიივასმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან