2015-01-11 12:00:30, 1580 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში, უცნობმა პირებმა ჟურნალ „Hamburger Morgenpost“-ის რედაქციის დაწვა სცადეს
ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარე ქალაქ ჰამბურგში, უცნობი პირები ჟურნალ „Hamburger Morgenpost“-ის რედაქციას გვიან ღამით თავს დაესხნენ.
ჰამბურგის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასაფეთქებლები და ცეცხლმოკიდებული ნივთები რედაქციაში შეყარეს.
მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს, თუმცა ინციდენტის შედეგად რედაქციის ორი ოთახი დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალი „Hamburger Morgenpost“-მ მუჰამედის იგივე კარიკატურები დაბეჭდა, რომელიც „Charlie Hebdo“-ს ქონდა გამოცემული.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს, ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციას შეიარაღეული პირები თავს დაესხნენ და 12 ადამიანი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი ჟურნალის მიერ „მუჰამედის“ კარიკატური გამოქვეყნება და მათი რელიგიის შეურაცხყოფა იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან