2015-01-08 16:25:55, 1042 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგში ჩარჩენილი რუსეთის მოქალაქეები რუსეთში გადაიყვანეს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში მცხოვრები მცირეწლოვანი გაბრიელ კობაიძისთვის აუცილებელი მედიკამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მის ოჯახს უკვე მიაწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე, მოხერხდა ყაზბეგში ჩარჩენილი რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე.
ცნობისთვის, დიდთოვლობის გამო, ამ დროისთვის შექმნილია საგანგებო საკოორდინაციო შტაბი გუდაურში და სტეფანწმინდაში. გუდაურში იმყოფება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი. გაწმენდილია გზა გუდაურის მიმართულებით. ცალმხრივი მოძრაობა აღდგა მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე, დღის ბოლომდე ამ მიმართულებით ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან