16:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 17:16:36, 981 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძე „ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის" კურსანტებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის კურსანტებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოს „ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის" ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის პრაქტიკული კურსის ფარგლებში სტუმრობს. მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანია ქვეყანაში და რეგიონში არსებული უსაფრთხო გარემოს და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გაცნობა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფის წევრებისაგან შესაბამისი ინფორმაციის მიღება.

შეხვედრას აშშ-ს საზღვაო ძალების ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი იულიამ კონერიც ესწრებოდა. არჩილ ხაბაძემ სტუმრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკური მოწყობა, რეგიონში არსებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობა გააცნო. ესაუბრა ასევე რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის როლზე. მეგობრულ გარემოში გამართული შეხვედრის ბოლოს ამერიკელ სტუმრებს საჩუქრად ქართული ღვინო გადაეცათ.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics