2026-03-17 22:52:38, 2234 ნახვა
საზოგადოება
მოსაყდრე შიო პატრიარქის გარდაცვალებაზე - შევიძინეთ ზეციერი მფარველი
დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
"ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა რაც უნდა მოგახსენოთ: ამ რამდენიმე წუთის წინ ღვთივგანისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს" - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა კავკასიის მედიცინის ცენტრის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე თავდაპირველად ჩაფიძის კლინიკაში, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იყო გადაყვანილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,