2026-02-21 13:30:21, 1437 ნახვა
სამართალი
ბიზნესმენ ვანო გოგლიძეს პატიმრობა შეეფარდა
კომპანია "კულასა" და "ბატონის" ხელმძღვანელს, ბიზნესმენ ვანო გოგლიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა.
ივანე გოგლიძეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროსთვის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების მიწოდებას ედავებიან. გოგლიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 20 თებერვალს დააკავა. გოგლიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციას გულისხმობს, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5 - დან 7- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,